'საქართველოს ბანკი' დააყაჩაღეს />


  18:25:23     08-01-2013

'საქართველოს ბანკი' დააყაჩაღეს

a22874.jpg

დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნუცუბიძის ქუჩა 78-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში  სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და გაურკვეველი  რაოდენობის თანხა გაიტაცა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს სალაროდან გატაცებული ფულის ნაწილი ბანკშივე დარჩათ.

ბანკის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელიაც მივიდა, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

„საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, სოფო ბალავაძის ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლები გამოძიებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაზარალებულა. ყაჩაღობისას ადგილზე ორი მოლარე ოპერატორი მუშაობდა.

მომხდარიდან ორ საათში, ჭავჭავაძის გამზირზე, პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომელიც სავარაუდოდ ყაჩაღობაშია ეჭვმიტანილი. მათ იარაღი აღმოაჩანდათ. პოლიციაში იმყოფება იმ სამარშუტო ტაქსის მძღოლიც, რომლითაც ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ.

პოლიციის შენობასთან მივიდა ადვოკატი ლალი აფციაური. როგორც ადვოკატი აცხადებს, ის ერთ-ერთი დაკავებულის ინტერესების დამცველია. თუმცა, მას დასაცავ პირთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს და ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულები ყაჩაღობაში არიან ეჭვმიტანილები ადვოკატმა მედიის წარმომადგენლისგან გაიგო.

0

ავტორი: